სამშაბათი, 2024-11-26, 4:26 PM





მენიუ

ნავიგაცია

ჩატი


საჭირო პროგრამები

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 97

Block title


სულ ონლაინში: 39
სტუმარი: 39
მომხმარებელი: 0


მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » თამუნა ნიკოლაძე (ახალი ამბები)
2:44 PM
თამუნა ნიკოლაძე (ახალი ამბები)



სერიალ "შუა ქალაქის" მსახიობ თამუნა ნიკოლაძის ჩაცმულობა თურმე დიდად არ განსხვავდება ქეთევან ღლონტის ჩაცმულობისგან. "მთავარია კარგი სუნამო და ფეხსაცმელი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია", - გაგვანდო თამუნამ. რომელი ქართველი დიზაინერის კოლექცია მოსწონს და რა განსაკუთრებული თვისება უპოვა ავთო ცქვიტინიძეს, ინტერვიუდან შეიტყობთ:

- როგორი სტილის სამოსში გრძნობ თავს კომფორტულად?
- დატვირთული სამუშაო რეჟიმი მაქვს ამიტომ კომფორტულად ვიცვამ - ჯინსებს, კედებს ან ბოტასებს და მსუბუქ მაისურს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები მომწონს, მაგრამ მხოლოდ წვეულებებზე ან განსაკუთრებული შემთხვევებისას ვიცვამ. ჩემი საყვარელი სტილი "ბალეტკებია". თითქმის ყველა ფეხსაცმელი დაბალძირიანი მაქვს.
- სად ამჯობინებ სამოსის შეძენას?
- მაღაზიებში სასიარულოდ არ მცალია - თეატრი, სერიალი... თანაც მამაჩემსა და ჩემს დას ჩემთვის სამოსი უცხოეთიდან ხშირად ჩამოაქვთ, ამიტომ თბილისში საყიდლებზე სიარული თითქმის აღარ მჭირდება...
- მათი ჩამოტანილი სამოსი ყოველთვის მოგწონს?
- კი, ორივემ კარგად იცის, როგორი გემოვნება მაქვს, რა მომეწონება და რა არა. არასდროს ჩამოუტანიათ ზედმეტად გადაპრანჭული ტანსაცმელი ან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი.
- და მაინც, როცა იცლი, რომელ მაღაზიას სტუმრობ ყველაზე ხშირად?
- სპორტული მაღაზიების ხშირი სტუმარი ვარ, ძალიან მიყვარს "ნაიკი", "კონვერსი". მაღაზიებში უმთავრესად მარჯანიშვილზე და ვაკეში დავდივარ. პლეხანოვი ჩემი საყვარელი უბანია, ყველა სასიამოვნო მოგონება ამ ქუჩას უკავშირდება.
- ბრენდს დიდ მნიშვნელობას ანიჭებ?
- ბრენდს ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. შესაძლოა, სრულიად უცნობი მარკის სამოსი შევიძინო, მთავარია, მომიხდეს და თავს კომფორტულად ვგრძნობდე, თუმცა ჩემს გარდერობშიც მოიპოვება "მანგოს", "ბრეშკას", "ზარას" და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი.
- 21-ე საუკუნის ქალები შარვალს ვამჯობინებთ, თუმცა კაბა ფიგურას გაცილებით ელეგანტურს აჩენს...
- სამწუხაროდ, ასეა. პირადად მე ქვედაკაბას უფრო ზაფხულობით ვიცვამ, შარვალში მცხელა, ზამთარში კი, პირიქით, შარვალი უფრო მოხერხებულია.
- ქართველი დიზაინერები ცნობილ ადამიანებს ხშირად ასაჩუქრებენ სამოსით თავიანთი კოლექციიდან. მიგიღია ასეთი საჩუქარი?
- ქართველი დიზაინერებისგან საჩუქრად ჯერ არაფერი მიმიღია და არც მათთან შემიკერავს რაიმე, თუმცა ძალიან მომწონს დათუნა სულიკაშვილის, ავთო ცქვიტინიძის სტილი. ავთანდილმა ყოველთვის ზუსტად იცის, სად რა ჩააცვას კლიენტს, თან ჩვენთან, სერიალში იყო სტუმრად და ფანტასტიკური იუმორის გრძნობა აღმოაჩნდა.
- მოდის ტენდენციებს თუ ითვალისწინებ?
- მოდას მაინცდამაინც არ მივდევ. იმას ვიცვამ, რაც მიხდება. მაგალითად, ამჟამად ფართოუბიანი შარვლებია მოდური, რომელიც საერთოდ არ მიხდება. ჩემს ადგილას ზოგი შესაძლოა მოდას აჰყვეს და იყიდოს, მე კი, მარტო იმიტომ, რომ მოდურია, რაც არ მიხდება, არ ჩავიცვამ.
- მოდაში ფერები სეზონის მიხედვით იცვლება. შენ რომელი ფერი გიყვარს?
- ძალიან მიყვარს თეთრი, განსაკუთრებით - ზაფხულში, ასევე - ლურჯი, წითელი... სულ შავ და მუქი ფერის ტანსაცმელს ვერ ვატარებ. ამ სეზონზე მგონი მწვანე და ყვითელი დომინირებდა. ხშირად მაცვია მწვანე და მეუბნებიან, რომ ძალიან მიხდება, ყვითელი არაფერი მაქვს და აუცილებლად შევიძენ.
- როგორი ჩანთები გიყვარს?
- ამ აქსესუარს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ, თუმცა უფრო მეტად დიდ ჩანთებს ვყიდულობ, რადგან ბევრი რამის ტარება მიწევს. მიყვარს სპორტული ჩანთებიც.
- სერიალისთვის სამოსს ვინ გირჩევს? რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან ქეთევანისა და თამუნას სტილი?
- სერიალში უმეტესად საკუთარი ტანსაცმელი მაცვია. ასევეა თითქმის ყველა მსახიობი, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩაცმულობას მხატვარს ვუთანხმებთ. ხანდახან თავადაც ყიდულობს ჩვენთვის სამოსს და, სხვათა შორის გემოვნებით. ქეთევანისა და თამუნას სტილი კი ერთმანეთისგან მაინცდამაინც არ განსხვავდება. ქეთევანის სამოსის 80% თამუნას სამოსია. (იცინის)
- ამჟამად რომელ სუნამოს ხმარობ?
- აღმოვაჩინე ახალი სურნელი - "ბლექ იქსესი". ასევე ვხმარობ შანელის "ალურს". შარშან ძალიან მომწონდა კევინ კლაინის "ინ თუ იუ" და ამ სურნელს ვერ გადავეჩვიე...
- რომელი აქსესუარები გიყვარს ყველაზე მეტად?
- ძალიან მიყვარს საყურეები - ყოველგვარი ზომისა და ფორმისა. ბეჭდები - იმდენად არა, მაღიზიანებს კიდეც. რეპეტიციაზე სამკაული არ მიკეთია. ცოტა ხნის წინ ძალიან ნიჭიერმა დიზაინერმა მაია მიქაშავიძემ, რომელსაც ახლახან ჰქონდა გამოფენა, "სვაროვსკის" თვლებით მოოჭვილი ულამაზესი საყურე მაჩუქა. საერთოდ, მიყვარს "სვაროვსკი"...
- რა არის შენს გარდერობში ყველაზე ძვირად ღირებული და რა - ყველაზე იაფი?
- ფეხსაცმელში შემიძლია ნებისმიერი თანხა გადავიხადო, კარგი ფეხსაცმლისთვის ფული არ დამენანება, ასე რომ, ჩემს გარდერობში ყველაზე ძვირიანი ფეხსაცმელებია, ასევე - ზამთრის ქურთუკები, ყველაზე იაფი კი ალბათ, შარფები.

კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 1087 | დაამატა: moonlight | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

top momxmarebeli

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
460
6
0

Administrators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
82
1
0

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
49
0
0

Administrators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
39
2
0

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
14
1
0


გული არასდროს ბერდება

www.loadinge.tk



-F I L M
უყურე გაღმა ნაპირს და გაიგებ როგორი ცხოვრებაა აფხაზეთში

გადაწერე ახალი მთვარე ძალიან კარგი ფილმია

----------------------------------------------------
რას უშვება ამ ძაგლებს სიბერე. . . . . .

--------------------------------------------------------
უკომენტაროდ . . . . . . .

ელოდე ყოველთვის სიახლეებს შენ საიტზე
www.loadinge.ucoz.com

დაგვიწერე თხოვნები ჩვენს ჩატში და ჩვენც ვეცდებით აგისრულოთ