სამშაბათი, 2024-11-26, 4:41 PM





მენიუ

ნავიგაცია

ჩატი


საჭირო პროგრამები

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 97

Block title


სულ ონლაინში: 41
სტუმარი: 41
მომხმარებელი: 0


მთავარი » 2010 » იანვარი » 6 » ნანკა (ახალი ამბები)
2:33 PM
ნანკა (ახალი ამბები)





ნანკა კალატოზიშვილი ინტერვიუზე ერთი ჯანმრთელი და ერთიც დაბუშტული თვალით გამოგვეცხადა, რაც მთავარია, მისდა და ამ ინტერვიუს ავტორის სასიხარულოდ, ორივე თვალი, ასე თუ ისე, ადგილზე ჰქონდა, რაც საკმაოდ გასაკვირია მისნაირი ხიფათიანი ადამიანისთვის.

ერთადერთი ადგილი, სადაც მეტ-ნაკლებად მშვიდად გრძნობს თავს, სცენაა რეალურ ცხოვრებაში კი ხშირად ეცემა, ცხვირს რკინის კარზე ურტყამს და გამუდმებით გადატყავებული ფეხებით დადის, დღეს მსახიობს აზარტულობის შესახებ ვესაუბრეთ.

- ნანკა, სულ პრობლემებში რატომ ხარ?
- ჯანმრთელობის მხრივ მართლაც სულ რაღაც მჭირს, ან არ ვიცი... შეიძლება, უბრალოდ, წუწუნი მიყვარს. აი, ჩემი თვალი არ არის პრობლემა? ნახე, რა დღეში მაქვს?.. სპექტაკლზე დიდ მაკიაჟს ვიკეთებ, რომ არ გამომიჩნდეს. სულ რაღაცას ვეტაკები, ძალიან ხიფათიანი ვარ, მოსიარულე შარი, ამას წინათ ჩემი მეგობარი აჩიკო სოლოღაშვილი მეკაიფებოდა თეატრში გადატყავებული მივედი - დიდი ხანია, არაფერი მოგსვლია და უკვე ეჭვიც შეგვეპარა, რამე ხომ არ ხდება ნანკას თავსო. არადა, უბრალოდ, ორკვირიანი ტაიმ-აუტი ავიღე (იცინის).

- აზარტული ხარ?
- ბანქოს თამაში მიყვარს, მაგრამ აზარტში ვერ ვვარდები, ძირითადად დროის გასაყვანად ვთამაშობ, ამიტომ აზარტულ ადამიანებს არ ვუყვარვარ. თავიდან, ჯოკერს არც კი ვიყენებდი, მერე კი, რომ მასწავლეს, ხალხი უნდა გააფუჭოო, ყველაფერს ვჯოკრავდი და ჩემს პარტნიორებს ვაგიჟებდი. მყავს მეგობრები, მათ შორის გოგონები, რომლებიც მუღამს უჭერენ კაზინოს, მაგრამ მე არც კი მქონია იქ შესვლის სურვილი. რატომ? მარტივი პასუხი მაქვს - ერთ ადგილას დიდხანს ვერ ვჩერდები.

თუ არ ვჭორაობ, მით უმეტეს. მუღამი უფრო მეტად ფეხბურთს დავუჭირე, ერთხელ რომ ჩავუჯექი, მივხვდი, რომ მომეწონა. განას ნაკრების თამაშსაც კი ვუყურებდი, მაგრამ ეს რა არის, ამას წინათ მეგობართან ერთად სუმოს ვუყურე და საკმაოდ აზარტული ყოფილა თან დავნაძლევდით, რომელი მოთამაშე მოიგებდა. ვინც წააგებდა, რაღაც სისულელე უნდა გაკეთებინა. მე არც ერთხელ არ წამიგია. სუმოზე ბევრი ვიხალისე, რაც მთავარია, წესების აზრზე არ ვარ. ერთადერთი, როცა სერიოზულ აზარტში ჩავვარდი, "ვა-ბანკის" თამაშისას იყო. ძალიან უსაქციელოდ მოვიქეცი, გოგონების სახელებს ვმღეროდი, კადრებს რომ ვუყურე, მაშინ გავაცნობიერე, იქ კი მაგრად ვერთობოდი.

სხვათა შორის თვალი მაშინაც გაბერილი მქონდა და იმიტომ მეკეთა მეკობრის ატრიბუტი. "ვა-ბანკში" რომ ვითამაშე, ფულს დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი იყო ადრენალინის შეგრძნება. ისე, ფულის მოგებაც არ არის ურიგო, ალბათ აქედან იწყება ადამიანების აზარტი. მე უფრო იმისთვის ვაკეთებ რაღაცებს, რომ გავერთო. სულაც არ მინდა, მოწყენილი ვიყო. ყველანაირი სისულელით ვერთობი. მაგალითად, ბანქოს თამაშის მერე, მე და ჩემი ორი მეგობარი ბიჭი ვწერთ აუტანელ სიმღერებს და მერე მობილურით ვიღებთ მათზე კლიპებს.

- რამე ტექსტი არ გახსოვს?
- ერთი ისეთი დავწერეთ, რომ ძალიან ახლობელი ადამიანების გარდა არავის ვაკითხებთ. კლიპს რაც შეეხება, ვინმემ ხელში რომ ჩაიგდოს, აუცილებლად "მაი ვიდეო ჯიზე" ამოგვაყოფინებს თავს. ამ ასაკში ასე რომ ვერთობი, ხომ ხვდები?! 30 წლის ვარ უკვე. სამნი როცა ვართ "დურაკას" ვთამაშობთ და წაგებულს უწმაწური სიტყვებით ვამკობთ. ამ თამაშს იმდენი ხანია ვთამაშობთ, რომ იმ დღეს აღმოვაჩინეთ, უწმაწური სიტყვების დეფიციტი გვაქვს (იცინის). ბანქოს გარდა, ძალიან მომწონს ნარდის თამაში. ამას წინათ მარჯანიშვილის თეატრში ცოტა ადრე მომიწია მისვლა და ნარდის ჩემპიონატი მოვაწყვე, ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, მაგრამ თავი ძალიან მაგარი მეგონა!..

- ნანკა, საინტერესოა, რამდენად აზარტული ხარ საკუთარ პროფესიაში?
- ძალიან აზარტული, საკუთარ თავს ვებრძვი, რომ ისეთი რაღაცები გავაკეთო, რაც ერთი შეხედვით წარმოუდგენელია. "მაკბეთში" სცენა ვერტიკალურ მდგომარეობაში დგება, მე ქამრით ვკიდივარ თავდაყირა, ყოველ წამს არის საშიშროება, რომ ეს ქამარი გამძვრეს. როგორც გავარკვიე, ქვემოთ არის ადამიანი, რომელიც ჩავარდნის შემთხვევაში დამიჭერს, თუმცა დონის მოსწონს ასეთი სახიფათო რაღაცები. მაყურებელს ისტერიკაში ვაგდებთ. თან ამ სცენაში მკვდარი ვარ და ვერც გავინძრევი, ერთი სული მაქვს, ეს სცენა როდის მორჩება. თავისებური ადრენალინი მოაქვს, თუმცა ჩემი მეგობრები, ვინც იცის ჩემი ხიფათიანობის ამბავი, სულ იმას ელოდებიან, როდის ჩამოვვარდები სცენიდან (იცინის).

ამას წინათ ლიფტიდან გამოვედი, დამავიწყდა, რომ გვერდით კედელი იყო და შევასკდი. ცხვირი მაქვს განგრეული, იმიტომ, რომ კარს ორჯერ შევასკდი. დათო ციციშვილი გავაწამე, ძგიდე ორჯერ გამისწორა, მეორედ საერთოდ ხრტილი მქონდა გვერდზე გასული (იცინის). პირველად რომ გავისწორე ძგიდე, მესამე დღეს რკინის კარს შევეჯახე. მერე დიდხანს, ვერ მივდიოდი დათოსთან, ბოლოს, როგორც იქნა, მივედი და მკითხა, რას ერჩი თავსო. როგორც ჩანს, ყველაზე მეტი გართულება რაზეც მაქვს, იმას ვიზიანებ - ჯერ ცხვირს გადავეკიდე ახლა თვალს. რეპეტიციაზე ჭუჭყიან ხელს ამოვისვამ ხოლმე და მერე მისივდება. ჩალურჯებულიც მქონდა ამას წინათ.

- ისე მიეჩვეოდი ამ ამბებს, რომ ალბათ ტკივილს ვეღარ გრძნობ...
- (იცინის) ასეც შეიძლება ითქვას. ბავშვობიდან დამცინიან პიერ რიშარი ხარო, ფილმი ხომ იცით, "უიღბლო"? თუმცა უიღბლო მხოლოდ ამ მხრივ ვარ, დანარჩენში გამიმართლა.

- უცნაური აზარტი თუ გქონია?
- არ ვიცი, რამდენად უცნაურია, მაგრამ ადამიანებთან ურთიერთობის აზარტი მაქვს. ხალხთან ურთიერთობისას სხვადასხვა ფორმას ვსინჯავ. ეს ძირითადად სასიყვარულო ურთიერთობებს ეხება, ახლა რომ ვუყურებ 17-18 წლის გოგონებს, ქალური ხრიკები იციან, მე კი ამ ასაკში ფეხბურთს ვთამაშობდი.

ასეთ რამეებს უფრო სცენაზე ვიგონებ, რეალურ ცხოვრებაში კი ყველანაირ სასიყვარულო ურთიერთობას მეგობრობით ვიწყებ, ბიჭთან გაპრანჭვით ურთიერთობა არასდროს დამიწყია და ეს შეიძლება, მინუსიც იყოს. მე შემდეგი პერიოდი უფრო მაინტერესებს და მაგდებს აზარტში. ჩემს შეყვარებულს ისეთ რაღაცებს ვუკეთებდი და ისეთ რაღაცებს მიკეთებდა, რომ ეს უფრო მეტად საინტერესო იყო. მოსაყოლად უაზრობა იქნება, რადგან ძალიან მაზალო სიტუაციებია.

კიდევ იმის აზარტი მაქვს, როცა ვიღაც ჭკუას მარიგებს, ის სიტყვები დავიმახსოვრო და სხვა სიტუაციაში გავუმეორო. იმედი მაქვს რომ მიხვდება და გაიცინებს. ურთიერთობაში არ მაქვს ეჭვიანობის აზარტი და ნერვებს მიშლის. ჩემი აზრით, ეს უფრო ავადმყოფობაა.

- ადვილად გბეზრდება ყველაფერი?
- ძალიან მინდოდა ტატუს გაკეთება, მაგრამ სწორედ ამის გამო არ გავიკეთე. ერთადერთი, რაც არ მბეზრდება, გრძელი თმაა. თეატრში ერთხელ ვთქვი მხოლოდ, ხომ არ შევიჭრა-მეთქი, მაგრამ დოიმ ამიკრძალა.

- ადამიანები გბეზრდება?
- თუკი ამოწურავ ადამიანს, ურთიერთობის გაგრძელებას აზრი არ აქვს. ეს განსაკუთრებით სიყვარულს ეხება.

- სიყვარული აზარტია?
- სიყვარული არა, მაგრამ ის, რაც მას უკავშირდება, ყოფითი რაღაცები, აი, აქ შეიძლება, იყოს აზარტი. არ უნდა გეჩვენებოდეს ნაცრისფრად ეს ყველაფერი. მაგალითად, მე გათხოვება არასდროს მნდომებია და არც ახლა მინდა, ალბათ არ შემხვედრია შესაფერისი ადამიანი, ბევრი კარგი მაგალითი არ მაქვს ნანახი, მაგრამ ისეთებიც არიან, რომელთაც დღემდე ძალიან უყვართ ერთმანეთი და ოჯახიც შეინარჩუნეს.

როცა ასეთ მაგალითს ვხედავ, იმედი მაინც მაქვს. მინდა ადამიანი, რომელიც სულიერ სიმშვიდეს მომიტანს, იქნება იუმორით სავსე და ცოცხალი. მომწონს ხალხი, რომელთაც შეუძლიათ, საკუთარ თავზე იცინონ. გვერდიდან რომ წარმოვიდგენ ჩემს თავს, ძალიან სასაცილო პერსონაჟი ვარ. კაცსაც თუ შეუძლია ეს, მაგარია, რადგან დღევანდელ რეალობაში ასეთი მამაკაცი ცოტაა.

- ზოგს რთული პერიოდი სასმლით გადააქვს. სასმლის მიმართ აზარტი თუ გქონია?
- მე ყველაფერს მარტივად ვუყურებ და სასმელი არ მჭირდება გადასატანად. თან ორი ჭიქით ვთვრები. სუფრასთან დაკავშირებით მანიაკობები მჭირს, არ ვიცი, ხორცი მეზიზღება და იმიტომ, თუ რა მიზეზია, მაგრამ ვერ ვიტან, ქალი რომ ხინკალს ჭამს და საერთოდაც, ქალი რომ ბევრს ჭამს სუფრასთან, არაესთეტიკურია. არც კაცია ამ დროს კარგი შესახედავი. მე სახლში ჭამა მიყვარს. ეს "წიკი" მაქვს.

კიდევ ერთი რამის "წიკი" მაქვს - ყვავილებით ვერ დავდივარ. ჩემი ახლობლები ყვავილებს სპექტაკლზე არასდროს მჩუქნიან. სულ მახსენდება გოგი ქავთარაძე ცნობილი ფილმიდან (იცინის). არასდროს ვიცი, სად წავიღო, ისეთ გამომეტყველებას ვიღებ, პასპორტის ფოტოზე რომ აქვთ ადამიანებს. ერთხელ ბიჭმა მომართვა ყვავილები, ვსეირნობდით და ვთხოვე, დაგვეშალა თაიგული და ქალბატონებისთვის თითო-თითოდ დაგვერიგებინა. ასეთი ორიგინალური ხერხით გავთავისუფლდი ყვავილებისგან (იცინის).

- ნანკა, როგორ ფიქრობ, რეალურად აღიქვამ საკუთარ თავს?
- საკუთარი თავის შეცნობის პროცესი ბავშვობიდან დავიწყე. მიყვარს საკუთარ თავში ძრომიალი, მარტო ყოფნა და ბევრ რამეზე ფიქრი. ერთი პერიოდი საერთოდ არავის ვეკონტაქტებოდი. შეცდომებს ყველა ადამიანი უშვებს, მაგრამ ამ ბოლო დროს მივხვდი რომ სინანულის გრძნობა არ მაქვს. რაც უკვე მოხდა, იმაზე აღარ ვნერვიულობ. შეიძლება, ეს არ მოეწონოს გარე სამყაროს, მაგრამ ყველაზე მეტად ჩემი შეცდომები თავად მაზარალებს. ბოდიშის მოხდა არ მიჭირს და თუ ადამიანი მაინც ვერ გაიგებს, მერე უკვე ჩემი პრობლემა აღარ არის, ვეტყვი - ნახვამდის!
კატეგორია: ახალი ამბები | ნანახია: 967 | დაამატა: moonlight | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email:
კოდი *:

ძებნა

კალენდარი

«  იანვარი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

top momxmarebeli

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
460
6
0

Administrators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
82
1
0

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
49
0
0

Administrators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
39
2
0

Moderators
სიახლე:
კომენტარი:
პოსტი:
14
1
0


გული არასდროს ბერდება

www.loadinge.tk



-F I L M
უყურე გაღმა ნაპირს და გაიგებ როგორი ცხოვრებაა აფხაზეთში

გადაწერე ახალი მთვარე ძალიან კარგი ფილმია

----------------------------------------------------
რას უშვება ამ ძაგლებს სიბერე. . . . . .

--------------------------------------------------------
უკომენტაროდ . . . . . . .

ელოდე ყოველთვის სიახლეებს შენ საიტზე
www.loadinge.ucoz.com

დაგვიწერე თხოვნები ჩვენს ჩატში და ჩვენც ვეცდებით აგისრულოთ