მენიუნავიგაცია
Block title
სულ ონლაინში: 40 სტუმარი: 40 მომხმარებელი: 0
|
მთავარი » 2010 » მარტი » 11 » კატიუშა
|
„კატიუშა", საველე რეაქტიული არტილერიის ულულო სისტემების არაოფიციალური
სახელწოდება. პირველად გამოიყენეს დიდ სამამულო ომში (1941-1945). 1921
წელს აირდინამიკურ ლაბორატორიაში ნ. ტიხონოვმა და ვ. არტემიევმა დაიწყეს
უკვამლო დენთზე რეაქტიული ჭურვის (რს) დამუშავება. სხვადასხვა
კალიბრის რეაქტიული ჭურვების — „კატიუშის" ჭურვის პროტორიპების, აგრეთვე
მრავალმუხტიანი საავიაციო და ერთმუხტიანი სახმელეთო გასაშვები დაზგების
ოფიციალური გამოცდა 1929-1933 წლებში განხორციელდა. მისი საბოლოო
დამუშავება ხდებოდა რეაქტიულ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში გ. ლანგემაკის
ხელმძღვანელობით. 1937-1938 წლებში ამ რეაქტიული ჭურვებით (რს-82, რს-132)
შეიარაღდა სამხედრო-საჰაერო ძალები. ისინი წარმატებით გამოიყენეს
ხალხინ-გოლთან ბრძოლებში (1939). 1938-1941 წლებში რეაქტიულ ინსტიტუტში ი.
გვაიმ, ვ. გალკოვსკიმ, ა. პავლენკომ და სხვებმა შექმნეს სატვირთო
მანქანაზე დამონტაჟებული მრავალმუხტიანი გასაშვები დანადგარი. დიდი
სამამულო ომის წინ რს მ-13-ით და გასაშვები დანადგარი ბმ-13-ით შეიარაღდა
არტილერია. „კატიუშა" გერმანიის ფაშისტთა ჯარების წინააღმდეგ პირველად
1941 წლის 14 ივლისს გამოიყენეს. ომის პერიოდში შეიქმნა რეაქტიული ჭურვისა
და გასაშვები დანადგარის სხვადასხვა ვარიანტი.
|
კატეგორია: უცნაურობები |
ნანახია: 817 |
დაამატა: grevia
| რეიტინგი: 0.0/0 |
|
top momxmarebeli
Moderators < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 460 6 0 | Administrators < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 82 1 0 | Moderators < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 49 0 0 | Administrators < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 39 2 0 | Moderators < TD> | სიახლე: კომენტარი: პოსტი: | 14 1 0 | გული არასდროს ბერდება
www.loadinge.tk
-F I L Mუყურე გაღმა ნაპირს და გაიგებ როგორი ცხოვრებაა აფხაზეთში გადაწერე ახალი მთვარე ძალიან კარგი ფილმია---------------------------------------------------- რას უშვება ამ ძაგლებს სიბერე. . . . . . --------------------------------------------------------უკომენტაროდ . . . . . . .
|