ფილმის შესახებ: დასახელება: ბაში-აჩუკი _-_ Bashi Achuki [1956]
წელი : 1956
ჟანრი : ქართულ-მხატვრული ფილმი
რეჟისორი : ლეონარდო ესაკია
როლებში : ო. კობერიძე - ბაში-აჩუკი
ლ. ელიავა - მზისა და მთვარისა
დ. აბაშიძე - აბდუშაჰილი
მ. ჩახავა - მელანო
დ. ჭიჭინაძე - ნინო
კ. დაუშვილი - სელიმხანი
ი. კობალაძე - ბიძინა ჩოლოყაშვილი
მ. დავითაშვილი - თიმსალ-მაკო
გ. საღარაძე - ფეიქარ მირზა
მ. თბილელი
თ. ციციშვილი
გ. შავგულიძე
მ. მგელაძე - სიმონ მაყაშვილი
ფილმის აღწერა: ბაში-აჩუკი - ლეო ესაკიას ისტორიულ სათავგადასავლო ფილმი, აკაკი წერეთელის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. გადაღებულია 1956 წელს.
ფილმი
თავისი პატრიოტული შინაარსით და განსაკუთრებით ოთარ კობერიძის გმირი
ბაში-აჩუკი ქართველი ახალგაზრდობისათვის იქცა გმირობის, ვაჟკაცობის,
თავდადების, სამშობლოსა და მოყვასის სიყვარულის ნათელ მაგალითად. ფილმი
”ბაში-აჩუკი” ქართული კინემატოგრაფიის ერთ-ერთი ბრწყინვალე ნიმუშია, რაც
განაპირობა კინორეჟისორის - ლეო ესაკიას შეკრებილმა უნიჭიერეს მსახიობთა
ბრწყინვალე თამაშმა
გამომშვები : ქართული ფილმი
ენა : ქართული (პროფესიონალური-მრავალხმიანი)
ხანგრძლივობა :
ფაილი ხარისხი : 01:30:00
ფორმატი : DVD
ვიდეო : AVI
ზომა : 420
ფილმი
”ბაში-აჩუკი” შექმნილია აკაკი წერეთლის ამავე სახელწოდების მოთხრობის
მიხედვით. სიუჟეტი სათავგადასავლო-ისტორიულია და ვითარდება XVII საუკუნის
საქართველოში. შინა ომებით გაპარტახებულ საქართველოს თავს ესხმიან
სპარსელები. უცხოელი დამპყრობლები დაუზოგავად არბევენ და აოხრებენ
ქვეყანას; აწამებენ მოსახლეობას, მონებად მიჰყავთ ახალგაზრდობა.
ყიზილბაშების წინააღმდეგ კახეთში იფეთქებს აჯანყება, რომელსაც ბიძინა
ჩოლოყაშვილი მეთაურობს. ჩოლოყაშვილი ქსნის ერისთავებთან აგზავნის
ბაში-აჩუკს და დახმარებას სთხოვს მათ. მალე აჯანყება მთელს საქართველოს
მოედება. შეუპოვრად ებრძვის დამპყრობლებს ბაში-აჩუკი, რომლის დები
სპარსეთის შაჰის ჰარამხანისათვის მიჰყავთ ყიზილბაშებს. ბაში-აჩუკი თავს
ესხმის მტაცებლებს და ათავისუფლებს ტყვეებს. იგი მოულოდნელად გამოჩნდება
ყიზილბაშების ბანაკში, მონაწილეობას მიიღებს სპარსელი ფალავნების შეჯიბრში
და ამარცხებს ყიზილბაშების ფალავანს, გოლიათ აბდუშაჰილს. აქვე კლავს
სამშობლოს მოღალატე მაყაშვილს და შემდეგ მთებში გადაიხვეწება. აბდუშაჰილი
ეძებს მოწინააღმდეგეს, რათა ერთხელ კიდევ შეებრძოლოს. ამ ძებნაში შეხვდება
ბაში-აჩუკის დას - მზისას, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ამასობაში
აჯანყებულთა რაზმები, ჩოლოყაშვილის მეთაურობით, თავს ესხმიან სპარსელების
ციხე-სიმაგრეს. მტრის ცხენოსანი ლაშქარი, რომელსაც აბდუშაჰილი მეთაურობს,
დანებდა ქართულ მხედრობას. ეს გადაწყვეტს ბრძოლის ბედს. ყიზილბაშები
გარბიან. ბაში-აჩუკი გაუსწორდება შაჰის ნაცვალს - სელიმხანს.